ახალი ამბები

შსს: აგვისტოში ნაპოვნი ცხედარი ივნისის სტიქიის დროს დაკარგულ ელიზბარ ბაღაშვილის ეკუთვნის

30 სექტემბერი, 2015 • 1007
შსს: აგვისტოში ნაპოვნი ცხედარი ივნისის სტიქიის დროს დაკარგულ ელიზბარ ბაღაშვილის ეკუთვნის

როგორც შსს–ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ცხედარი 23 აგვისტოს ფონიჭალის ტერიტორიაზე იპოვნეს, ჩაუტარდა ექსპერტიზა, დნმ ანალიზი და ამის შედეგად მოხდა მისი იდენტიფიკაცია. 


13–14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ 2–ს ეძებენ. წყალმოვარდნამ მნიშვნელოვნად დააზიანა გმირთა მოედნისა და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ასევე დაიტბორა და დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველთა ნაწილი დაიხოცა, ნაწილი კი სნაიპერებმა მოკლეს. ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა 17 ივნისს 1 ადამიანი ემსხვერპლა. 


მდინარე ვერე და მიმდებარე ტერიტორია სტიქიის შემდეგ. 14.06.2015
მდინარე ვერე და მიმდებარე ტერიტორია სტიქიის შემდეგ. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი