ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნაურუს პარლამენტის სპიკერი აფხაზეთში: შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში ჩამოვდივარ

29 სექტემბერი, 2015 • • 1284
ნაურუს პარლამენტის სპიკერი აფხაზეთში: შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში ჩამოვდივარ

აფხაზეთში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ნაურუს დელეგაცია პარლამენტის სპიკერისა და საპარლამენტო მდივნის შემადგენლობით ჩავიდა. 

 

“ჩვენ შორის ძალიან ინტენსიური და რეგულარული კონტაქტები დამყარდა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნაურუს მხარდაჭერას საერთაშორისო მოედნებზე”, – აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.  

 

2009 წლის 15 დეკემბერს აფხაზეთსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. 


სოხუმი, აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი
სოხუმი, აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   




 

მასალების გადაბეჭდვის წესი