ახალი ამბები

უსუფაშვილი ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე: ჩვენი პრაქტიკა საბჭოურ სტანდარტებს არ გასცილებია

28 სექტემბერი, 2015 • • 1046
უსუფაშვილი ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე: ჩვენი პრაქტიკა საბჭოურ სტანდარტებს არ გასცილებია

“კონკრეტულ საქმეზე ვერ მოგახსენებთ, თუმცა ნათლად ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის რაღაცა თემები, სფეროები, რომლის სტანდარტები გვაქვს გამოცხადებული, ვამბობთ, რომ აგერ, ევროპული დონის კანონები მივიღეთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათი გატარება ჯერ კიდევ არ გასცდენია საბჭოურ ქართულ სტანდარტებს. ეს პრობლემა გვაქვს არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის საკითხებში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ხდება თვითმკვლელობამდე მიყვანა თუ ოჯახში ძალადობა და ამ კუთხით მართლწესრიგის აღდგენა არის იმ ღირებულებების დაცვის საკითხი, რაზეც უნდა იდგეს საზოგადოება.

 

“ვისურვებდი, რომ მსგავს საკითხებზე რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება”,  განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

კითხვაზე, არის თუ არა დიდი დრო 1 წლის განმავლობაში დაუმთავრებელი გამოძიება, პააუხობს, რომ “პირველი რეაქცია არის ის, რომ დიდი დროა. თუმცა მე არ ვიცი, არსებობს თუ არა კონკრეტული არგუმენტები, რატომ გრძელდება ერთი წელი”.

 

ხანუმ ჯეირანოვამ 2014 წლის სექტემბერში თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მოტივად სახელდება ის შეურაცხყოფა, რაც მას თანასოფლელებმა მიაყენეს. ქალთა უფლებადამცველები, ასევე ჯეირანოვას მამა და ქმარი, აცხადებენ, რომ ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებსმა სოფლის დასანახად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ქალს ქმრის ღალატში სდებდნენ ბრალს.

 

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა პროკურატურამ, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

 

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი