ახალი ამბები

უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან “უმცროსი ძმის” სტატუსს არ დაუბრუნდება

28 სექტემბერი, 2015 • • 976
უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან “უმცროსი ძმის” სტატუსს არ დაუბრუნდება

“რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკით, რაც მე ძალიან მიხარია. რუსეთი ცდილობს რამე სხვას  მიაღწიოს ამ ქვეყანაში, იმისგან განსხვავებულს, რაც დღეს ხდება, რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, რასაც აკეთებდა ბევრი სხვა მთავრობა და პარლამენტი და პრეზიდენტები. ცდილობს რაღაცას მიაღწიოს. მგონია, რომ ეს მცდელობა იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო ხოლმე დღემდე არაერთხელ. არ იქნება სწორი ამ მოვლენებისადმი წაყრუება და ხელის აქნევა, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ რაიმე განსაკუთრებული ტრაგედიები შევქმნათ ამისგან. ვერ ვხედავთ იმის საშიშროებას, რომ ქართველმა ხალხმა პროპაგანდის გავლენით უცებ გადაწყვიტოს, რომ დაუბრუნდეს უმცროსი ძმის სტატუსს რუსეთთან და ეს იქნება ჩვენი ბედნიერების საწინდარი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

პარლანენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ საქართველოში იარსებებს პოლიტიკური ძალები, რომლებიც საწინააღმდეგოს დაუმტკიცებებ მოსახლეობის ერთ ნაწილს, არც ამაშია ტრაგედია, რადგან შეუძლებელია მოსახლეობაში ყველა ერთ აზრზე იყოს.

 

დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ შესაძლოა საქართველოს პარლამენტში ისეთი პოლიტიკოსებიც შევიდნენ, რომლებიც ევროატლანტიკური სივრცის გარდა სხვა ალტერნატივასაც დაუჭირონ მხარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი პარლამენტში ყოფნა ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე გავლენას მოახდენს.

 

დავით უსუფაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი