ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

28 სექტემბერი, 2015 • 1651
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

ადმინისტრაციის განცხადებით, ტონი ბლერი საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია, რაზეც დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ტონი ბლერთან ნიუ იორკში შედგა.

პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

 



დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა, – ტონი ბლერი ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოიწვია, რაზეც…

Posted by Irakli Garibashvili on Monday, September 28, 2015

 

ტონი ბლერი 1997 წლიდან 2007 წლამდე იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი, 1994–დან 2007–მდე კი – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. ამჟამად იგი საკონსულტაციო საქმიანობითა და ქველმოქმედებით არის დაკავებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი