ახალი ამბები

ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციული კანონის ხარვეზებზე საუბრობს

28 სექტემბერი, 2015 • • 1059
ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციული კანონის ხარვეზებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ამოქმედებიდან ომბუდსმენის ოფისმა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტების შესწავლა დაიწყო და გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები.

 

“ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი ეხება კერძო სექტორთან ჩვენს ურთიერთობას. ის, რომ ვალდებულება გაჩნდეს კერძო ორგანიზაციებისთვის, რომ სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტების შესწავლის პერიოდში. ჩვენ რამდენიმე ასეთი საქმე გვქონდა, როდესაც იმის გამო, რომ კანონი არ ავალდებულებს კერძო კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, რომ სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია, სამწუხაროდ, ამის გამო სრულყოფილად ვერ შევისწავლეთ კონკრეტული საქმეები”,  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

აღნიშნული სახალხო დამცველმა დღეს, 28 სექტემბერს გამართულ სპეციალური ანგარიშის “საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდაან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ” წარდგენისას განაცხადა.

 

საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობათა პაკეტი, რაც რიგ კანონებში ცვლილებების შეტანას გულისმხობდა, 2014 წელს მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

 

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელება სახალხო დამცველს დაევალა.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი