ახალი ამბები

ანონსი: 28 სექტემბერი

27 სექტემბერი, 2015 • 1401
ანონსი: 28 სექტემბერი

11:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა (დღის წესრიგი). მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

 

11:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი “საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, #4.

 

11:00 საათზე, ლაოსის სამთავრობო დელაგაცია ბათუმის იუსტიციის სახლს ეწვევა. საკონტაქტო პირი: გიორგი მეურმიშვილი – 577615585.

 

11:00-ზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საკონსტიტუციო ცვლილებები; პრემიერის ვიზიტი გაეროში; პროკურატურის რეფორმა; უმრავლესობის ახალი ლიდერი; პრემიების შეზღუდვის ინიციატივა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

 

11:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არშეიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში ვიზიტი, გაერო და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

 

11:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში (28-29 სექტემბერი) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აივისა და ტუბერკულოზის პასუხისადგილობრივ დაფინანსებაზე წარმატებით გადასვლის შესახებ მაღალი დონის რეგიონული დიალოგი “გზა წარმატებისკენ” გაიმართება. საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი – 599119999.


12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში-გიორგი რუხაძე, პრემიერის ვიზიტებზე გენერალურ ანსამბლეაში და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

 

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაეროში ვიზიტი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

 

12:00 საათზე, კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის – „სალხინოს სასახლის კამერატა“ ორგანიზატორები, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ ხელმძღვანელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე, მუსიკოსი შიო აბრახამია და კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 2-4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

 

12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან (დღის წესრიგი). მისამართი: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი.


13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადის ნაკრები გუნდების წევრებს და მათ მწვრთნელებს შეხვდება. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისამართი: უზნაძის 52.


15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება. მისამართი: თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

 

15:00 საათზე, ლაოსის სამთავრობო დელაგაცია საზოგადოებრივ ცენტრს დაათვალიერებს სოფელ მუხაესტატეში. საკონტაქტო პირი: გიორგი მეურმიშვილი – 577615585.


19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლი, თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ საჯარო დისკუსიასა და გამოფენას უმასპინძლებს 6 ცნობილი ქალი ფოტოჟურნალსისტის მონაწიელობით. საუბრის მთავარი თემა: “რა შეცვალეს ქალებმა ფოტოგრაფიაში?”

 

20:00 საათზე, ბელგიაში, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში (Palais des Beaux Arts – BOZAR) ქართველი კომპოზიტორის – გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აღინიშნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება საიუბილეო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს; შესრულდება გია ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

28 სექტემბერი
28 სექტემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი