ახალი ამბები

უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია კარალეთში

27 სექტემბერი, 2015 • 1357
უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია კარალეთში

 

უფასო  პროფილაქტიკური გამოკვლევები სოფელ კარალეთისა და კარალეთის  დევნილთა  ჩასახლების  მოსახლეობას ჩაუტარდა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება „გორმედისა“ და დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას” ექიმებმა გაუწიეს. ზოგადი ქირურგი,  უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, პედიატრი, რადიოლოგი   და     ოტორინოლარინგოლოგი მოსახლეობას შესაბამის გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში უტარებდნენ. 

 

აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს  პირველადი დახმარების მედიკამენტები და გლუკომეტრები უსასყიდლოდ გადაეცათ. ასევე, უფასოდ ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები. 

 

გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პაციენტს ესაჭიროებოდა კუჭის წყლულის სასწრაფო ოპერაცია და დაუყოვნებლივ  გადაყვანილ იქნა კლინიკა „გორმედში“. ასევე კლინიკა გორმედში გადაიყვანეს პაციენტი, რომელსაც სტენტირების პროცედურა ჩაუტარდება. 

 

აქციის მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, კარალეთში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სამედიცინო კლინიკა  „გორმედის“ დირექტორი  გია სვანაძე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი