ახალი ამბები

ანონსი – 27 სექტემბერი

26 სექტემბერი, 2015 • 1389
ანონსი – 27 სექტემბერი

11:00 საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

11:00 საათზე, “დევნილთა პარტია” გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. მისამართი: თბილისი, გმირთა მოედანი. მობილური: 599939563.

 

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა–რეაბილიტაციის სამუშაოებს დაათვალიერებს. საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე – 591004931.

 

11:30 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრება. მისამართი: რუსთაველის გამზირი (ციფერ გალერეასთან).

 

11:30 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს. 12:00 საათზე კი იგი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ ფოტოგამოფენას “გზები და ხიდები აერთიანებს” დაათვალიერებს.

 

13:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები გვირვინით შეამკობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. მისამართი: თბილისი, გმირთა მოედანი.

15:00 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე მივლენ. მისამართი: ვაკის სასაფლაო.

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი