ახალი ამბები

პოლიციამ ორი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

26 სექტემბერი, 2015 • 1097
პოლიციამ  ორი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს – 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული  მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

 

მკვლელობა მოხდა მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ფოტო: ლაშა ქავთარაძე
მკვლელობა მოხდა მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ფოტო: ლაშა ქავთარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი