ახალი ამბები

აგვისტოში ბანკების წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა

25 სექტემბერი, 2015 • • 1310
აგვისტოში ბანკების წმინდა მოგებამ 9.8 მლნ ლარი შეადგინა

2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

 

ეროვნული ბანკის ცნობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.3 მლრდ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა და 24.0 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.4 პროცენტით შემცირდა).

 

“საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.6 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1 პროცენტი შეადგინა,” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.8 პროცენტი  შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი