ახალი ამბები

შემდგომში შეძენის მიზნით “ჯეოსელის” შესწავლის ინტერესი “თურქსელმა” გამოხატა

25 სექტემბერი, 2015 • • 1421
შემდგომში შეძენის მიზნით “ჯეოსელის” შესწავლის ინტერესი “თურქსელმა” გამოხატა

ახალი ინვესტორი ჯეოსელში მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც თელია სონერა საქართველოდან და ზოგადად ევრაზიის რეგიონიდან საბოლოოდ გავა. შესაბამისი სურვილის შესახებ თელია სონერამ უკვე განაცხადა.


“რომელიმე ინვესტორთან ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. არის რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია იმისთვის, რომ ვთქვათ, როგორ დასრულდება. თელია სონერას სურს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ გადის ევრაზიის რეგიონიდან. მას სურს, რომ მითქმა-მოთქმა თავიდან იქნას აცილებული და ყველა დაინტერესებულმა მიიღოს მონაწილეობა პროცესში. ამ რეგიონის შვიდ ქვეყანაში თელია სონერა ზოგან საკონტროლო პაკეტს ფლობს, ზოგგან კი “ფინტურის” მეშვეობით აკონტროლებს კომპანიებს, მაგალითად, საქართველოში, ყაზახეთსა და მოლდოვაში. ამ ეტაპზე პოტენციურად დაინტერესებულმა ინვესტორმა, თურქსელმა გამოხატა ამ ოთხ ქვეყანაში კომპანიების შესწავლის სურვილი შემდგომი შესყიდვის მიზნით, თუმცა პროცესი ყველასათვის ღიაა”, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელი და დასძინა, რომ ინვესტორის მოძიების პროცესი ჯეოსელი გეგმებს არ ცვლის:


“ჯეოსელი გეგმის მიხედვით აგრძელებს მუშაობას და ორიენტირებულია სტრატეგიულ ზრდაზე”, – ამბობს პაველ სმალინსკი.


თურქსელი
თურქსელი

მასალების გადაბეჭდვის წესი