ხელოვნება

თბილისის ფოტოფესტივალი 2015-ის პროგრამა

25 სექტემბერი, 2015 • • 1838
თბილისის ფოტოფესტივალი 2015-ის პროგრამა

25 სექტემბერი

18:00 – თბილისი ფოტო ფესტივალის გახსნა

ომის შემდგომი ამბები. კლაუდია ჰეინერმანი, მიჰალ ივანოვსკი, ინდრე შერპიტიტე

გამოფენას უძღვება ევა მეილუტე-სუინკუნიენე

აბანოთუბანი/ლეღვთახევი

“ომის შემდგომი ისტორიები ” გერმანელი კლაუდია ჰეინერმანის, პოლონელი მიჰალ ივანოვსკის და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.

 

© კლაუდია ჰეინერმანი/ მიჰალ ივანოვსკი/ინდრე შერპიტიტე/თბილისის ფოტოფესტივალი 2015
© კლაუდია ჰეინერმანი/ მიჰალ ივანოვსკი/ინდრე შერპიტიტე/თბილისის ფოტოფესტივალი 2015

26 სექტემბერი

17:00 – #DYSTURB-ing ფოტო ფესტივალი

პიერ ტერჯმანი, ბენჯამინ ჯირეტი, კაპუსინ გრანიე-დეფერი – ჯგუფ #DYSTURB-ის დამფუძნებლები

ღია ლექცია / სლაიდ შოუ

ფრონტლაინ კლუბი საქართველო/ლ. ასათიანი ქ. 62 (სოლოლაკი)

ჯგუფი #DYSTURB, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალისტებს აერთიანებს, თბილისის ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარია. #DYSTURB -მა მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ გიგანტური ფორმატის  ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ფასადებზე აკრავს. #DYSTURB-ის პრექტის მეშვეობით ფოტოჟურნალსიტიკური გამოსახულება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, ურბანული პეიზაჟის ნაწილი ხდება. 24 სექტემბრიდან ძველი თბილისის  ქუჩები #DYSTURB-ის მიერ შერჩეული იმ ფოტოებით დაიფარება, რომლებიც  ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ, მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხმიანება.

18:30 – #DYSTURB-ed ადგილების მონახულება ძველ თბილისში. 19:00 -მუსიკალური ბენდის The Jetbird-ის კონცერტი თბილისი ფოტოღამის გახსნაზე

კონცერტი / შარდენის მოედანი

20:00 – 01:00 თბილისი ფოტოღამე (ძველ თბილისში)

ეკრანები: აბანოთუბანი, მეიდანი, შარდენის მოედანი, კოტე აფხაზის ქ. 49 (ყოფილი ლესელიძის ქ.), აბო თბილელის ქ. 9, გ. აბესაძის ქ. 19, გუდიაშვილის სკვერი.

რუკაზე მოცემულია ეკრანების ზუსტი ადგილმდებარეობა:

ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიება კვლავ “ფოტოგრაფიის ღამეა” –ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში, რომელიც 26 სექტენბერს გაიმართება.  200-მდე ფოტოგრაფი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, რომელსაც 28 ევროპული, ქართული და რეგიონალური ინსტიტუტცია წარადგენს. (http://www.tbilisiphotofestival.com/en/night-of-photography/)

27 სექტემბერი

17:00 – ტომ მრაზაუკას – წიგნის დიზაინერი: ფოტოები წიგნებისთვის

ღია ლექცია / სლაიდ შოუ

მწერალთა სახლი/ი. მაჩაბელის ქ. 13


18:30 – თბილისი ფოტოწიგნი 2015-ის ინაუგურაცია საქართველოს მწერალთა სახლში

ინაუგურაცია

მწერალთა სახლის ბაღი/ი. მაჩაბელის ქ. 13

პირველად საქართველოში Tbilisi Photo Book ევროპელი ფოტოწიგნის გამომცემლების, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების და ახალგაზრდა რეგიონული ფოტოგრაფების წიგნებს მოუყრის თავს. Tbilisi Photo Book-ს საზეიმო გახსნა ფოტოწიგნების დიზაინერების, ევროპული ინსტიტუციების, ლიტვური ფოტოწიგნის განონცემლობების თანდასწრებით გაიმართება.

19:00 – ფოტოები საბუთებისთვის. ვიტაუტას სტანიონისი

გამოფენის გახსნა

მწერალთა სახლის ბაღი/ი. მაჩაბელის ქ. 13

19:30 – საქართველო 2009. ალექს მაიოლი (Magnum Photos)

მწერალთა სახლის ბაღი / ი. მაჩაბელის ქ. 13

იტალიელი ალექს მაიოლი (Alex MAjoli), ფრანგ ანტუან დ’აგატასთან (Antoine d’Agata) მსოფლიოს  ყველაზე  პრესტიჟული ფოტო სააგენტოს Magnum Photos  წევრიია. მათი ექსკლუზიური გამოფენები იქნება ნაჩვენები, რომლებიც სპეციალურად თბილისი ფოტოფესტივალისთვის დაკომპლექტდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი ალექს მაიოლის “მთელი ხმით. საქართველო 2008-2009” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომის ქრონიკას და 2009 წელს ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აერთიანებს. ფოტოები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის გადაღებული.

 

© ალექს მაიოლი (Magnum Photos)/თბილისის ფოტოფესტივალი 2015
© ალექს მაიოლი (Magnum Photos)/თბილისის ფოტოფესტივალი 2015

28 სექტემბერი

19:00 – ქალები ფოტო/ჟურნალისტიკაში

მონაწილეები: იუსტინა მელნიკევიჩი (Getty Reportage), ნიუშა ტავაკოლიანი (Magnum Photos ), ანკა გუჯაბიძე, რენა ეფენდი, ნაზიკ არმენაკიანი (4 Plus), ანაჰიტ ჰაირაპეტიანი (4 Plus), ნატალია ანთელავა (CODA STORY-ის თანადამფუძნებელი)

მრგვალი მაგიდა/სლაიდ შოუ

მწერალთა სახლის ბაღი/ი. მაჩაბელის ქ. 13

საქართველოში ბოლო დროს ქალების წინააღმდეგ ძლადობის გახშირებული ფაქტების  ფონზე, თბილისის ფოტოფესტივალის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება, რომელიც მრგვალი მაგიდის და სლაიდშოუს ფორმატში გაიმართება სახელწოდებით “რა შეცვალეს ქალებმა ფოტოგრაფიაში?”  6 ცნობილ სამხრეთკავკასიელ (ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ) და ირანელ ქალ ფოტოჟურნალისტს გააერთიანებს სადისკუსიო პანელზე. მათ შორის, პრესტიჟული “მაგნუმის” და ამერიკული სააგნეტოს “Getty Reportage”  წევრი ნევშა თავაქოლიანი და ასევე პრესტიჟული  ეს ის ქალი ფოტოგრაფები არიან, რომლებიც აქტიურად აშუქებენ ქალების წინააღმდეგ ძალადობის, გენდერულ და სხვა მწვავე სოციალურ საკითხებს კავკასიის რეგიონში, ირანში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.  ამ მასშტაბის ქალი ფოტოჟურნალისტების შეკრება პირველად იმართება რეგიონში.

 

© ნევშა თავაქოლიანი/თბილისის ფოტოფესტივალი 2015
© ნევშა თავაქოლიანი/თბილისის ფოტოფესტივალი 2015

29 სექტემბერი

19:00 – თბილისი ფოტოფესტივალის ახალი ვებსაიტის პრეზენტაცია

თბილისი ფოტოფესტივალის რეზიდენტობის პროგრამა

თბილისი ფოტოფესტივალის მასტერკლასი

სტიპენდიის პროგრამა და მასტერკლასების სერია. კლაუდი სლუბანისა და ანტუან დაგატას მიერ.

30 სექტემბერი

19:00 – შეხვედრა ანტუან დაგატასთან

ლექცია/სლაიდ შოუ

მწერალთა სახლის ბაღი/ი. მაჩაბელის ქ. 13

1 ოქტომბერი

19:00 – დაბნელება. ანტუან დაგატა

გამოფენა ღია ცის ქვეშ

კოტე აფხაზის ქ. 49 (ყოფილი ლესელიძე)

“დაბნელება” ანტუან დ’აგატს მიერ საქართველოში 2009 წელს გადაღებული ფოტოების სერიაა.

© ანტუან დ’აგატა. დაბნელება. საქართველო 2009/თბილისის ფოტოფესტივალი 2015
© ანტუან დ’აგატა. დაბნელება. საქართველო 2009/თბილისის ფოტოფესტივალი 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი