ახალი ამბები

შსს: ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

24 სექტემბერი, 2015 • • 956
შსს: ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

“წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ-მ 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

დაკავებისას ს. ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში სამართალდამცველებს „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 115-ე [თვითმკვლელობამდემიყვანა] მუხლით. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი