ახალი ამბები

უსუფაშვილი: მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სახელმწიფოებრივი მზრუნველობა სჭირდება

24 სექტემბერი, 2015 • • 1038
უსუფაშვილი: მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სახელმწიფოებრივი მზრუნველობა სჭირდება

“მოგეხსენებათ, საქართველოსთვის, რომელიც მოსახლეობით მცირე ქვეყანას მიეკუთვნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც ქვეყნიდან გადიან სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, შემდეგ ბრუნდებიან, ან ზოგჯერ აღარ ბრუნდებიან მალე. ამასობაში საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი თემები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა საქართელოს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ტოვებენ საკუთარ ქვეყანას. ამასობაში გლობალიზაციის ეპოქაში არ და ვერ შევუშლით ხელს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი მოქალაქე აღარ ცხოვრობს საქართველოში. ეს ისეთი ციფრებია, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მზრუნველობა. დღეს გვექნება მსჯელობა სწორედ ამ საკითხებზე. მათ შორის მოქალაქეობის საკითხებზე. არა მგონია, რომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება მალე კარგავდნენ მოქალაქეობას, როდესაც ისინი ტოვებენ ქვეყანას. ამასობაში სხვა ტიპის თემები და საკითხები, რამაც მიგვიყვანა იმ რეჟიმამდე, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, მაგრამ შესაძლოა ეს რეჟიმი არის გადასახედი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დავით უსუფაშვილმა აღნიშნული განაცხადა დღეს, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის “მიგრაციული პროცესები საქართველოსთვის: პრობლემები, გამოწვევები, შესაძლებლობები” დაწყებამდე.

 

შეხვედრას ესწრებოდბენ პარლამენტის პროფილური კომიტეტების წარმომადგენლები, შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების, საპატრიარქოს, არასამთავრობოებისა და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი