ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეღამურად რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა

24 სექტემბერი, 2015 • • 1096
ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეღამურად რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა

“24 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია”, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

 

სააგენტო მიმართავს კახეთის რეგიონის მევენახეებს, რომ ყურძნის ჩაბარების დროს პრობლემების შექმნისა და რთველის პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დაელოდონ ყურძნის საჭირო კონდიციამდე დამწიფებას და ღვინის კომპანიებს  შემდეგ შესთავაზონ ყურძენი ჩასაბარებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი