ახალი ამბები

ვინ შეცვლის პარლამენტში დავით საგანელიძეს?

24 სექტემბერი, 2015 • • 1325
ვინ შეცვლის პარლამენტში დავით საგანელიძეს?

კოალიციის “ქართული ოცნების” პარტიული სიის მიხედვით, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საგანელიძის ადგილმონაცვლე პარლამენტში უნდა იყოს ედიშერ თოლორაია. თუმცა იმის გამო, რომ ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლადაა არჩეული, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

 

საარჩევნო სიის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, დავით საგანელიძე  ვლადიმერ აჩბამ უნდა შეცვალოს, რომელიც ამავე სიის მიხედვით, შპს “ქორეთის” დირექტორია.

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს, საგანელიძის შემცვლელად ამ თანამდებობაზე რამდენიმე დეპუტატი სახელდება, მათ შორის არიანზვიად კვაჭანტირაძე, გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი.

 

გია ჟორჟოლიანის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე “კარგი კანდიდატურაა”, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით კი, ის ირაკლი ტრიპოლსკის დაუჭრედა მხარს.

 

პარლამენტარ ეკა ბესელიას განცხადებით, კონსულტაციები მიმდინარეობს და უმრავლესობა გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

 

საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა დავით საგანელიძე 23 სექტემბერს წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი