ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, ქართულმა მხარემ ოსი ტრაქტორის მძღოლი დაჭრა

23 სექტემბერი, 2015 • • 1125
ცხინვალის ცნობით, ქართულმა მხარემ ოსი ტრაქტორის მძღოლი დაჭრა

ოსური მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლე ტრაქტორის მძღოლი იყო და ქართულმა მხარემ ტრაქტორზე მუშაობის დროს ხელში დაჭრა.

 

“შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. აღნიშნული ინციდენტის გარემოებები ირკვევა. ამ ფაქტის შესახებ სამხრეთ ოსეთმა უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადებები”, – აცხადებს ჯიოევი.

 

აღნიშნული ფაქტის შესახებ ცხინვალის წარმომადგენლებმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 58-ე შეხვედრაზე დღეს, 23 სექტემბერს ისაუბრეს.

 

თბილისს ამ ბრალდებაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   



მასალების გადაბეჭდვის წესი