ახალი ამბები

პირველი ქართულ-ჩინური პროექტი – ქართული კულტურის სახლი ჩინეთში

23 სექტემბერი, 2015 • • 1240
პირველი ქართულ-ჩინური პროექტი – ქართული კულტურის სახლი ჩინეთში

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს იქნება პირველი დიდი ქართულ-ჩინური პროექტი, რომელიც მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

პროექტის მიხედვით, ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი.

 

„ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას – ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში“, – განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ, რომელმაც, როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, ქართული სახელი, სანდრო დაირქვა.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, კომპანიას, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი. 

 

“ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი“ ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან“ თანამშრომლობით განახორციელებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი