ახალი ამბები

ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო აშშ-ის საელჩო 24 საათის განმავლობაში დროშას დაუშვებს

23 სექტემბერი, 2015 • • 1240
ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო აშშ-ის საელჩო 24 საათის განმავლობაში დროშას დაუშვებს

„ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით ვუთანაგრძნობ რიგითი ყულჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს. სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების – ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება“, – აცხადებს ელჩი იან კელი.


 

IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულიჯანიშვილი ავღანეთში, პატრულირების დროს მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა,ასევე, დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი.

 

 

აშშ-ს დროშა
აშშ-ს დროშა

მასალების გადაბეჭდვის წესი