ახალი ამბები

ქვემო ბოლნისის სკოლის დირექტორი ყალბი ატესტატის გაცემის ბრალდებით დააკავეს

23 სექტემბერი, 2015 • • 4602
ქვემო ბოლნისის სკოლის დირექტორი ყალბი ატესტატის გაცემის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ზ. მ. მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ხუთი კლასის განათლება, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 250 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 22 სექტემბერს ზ. მ-მ მოქალაქეს დაუმზადა ატესტატი და გამოართვა დარჩენილი  250 აშშ დოლარი, რა დროსაც ბრალდებულის სახით დააკავეს, აცხადებს პოლიცია.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს  338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6 დან 9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ატესტატი
ატესტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი