ახალი ამბები

ანონსი – 23 სექტემბერი

23 სექტემბერი, 2015 • • 1450
ანონსი – 23 სექტემბერი

10:00-ზე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათ კომიტეტის წევრი პაატა კიკნაველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პროკურატურის რეფორმა; სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები – დაიწყება თუ არა გამოძიება ძალადობის თემაზე; სხვა, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11 საათზე პოლიტიკური გაერთიანება ”რეფორმატორების” ლიდერები მარჯანიშვილის მეტროსთან მოსახლეობას შეხვდებიან თემა: საკონსტიტუციო ცვლილების საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სპორტის საზოგადოება“ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რამაზ დევაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, გივი თარგამაძის წინააღმდეგ პატივი და ღირსების შელახვისთვის და ფაქტების უარყოფისთვის სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მედიამკვლევარი ნინო დანელია პრესკონფერენციას გამართავს თემა: მედიაში მიმდინარე პროცესები

 

13:30 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება და გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.

 

14 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) (თბილისი, მ. ასათიანის 9) გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – სამკურნალო საშუალებების ხარისხი: ძირითადი კომპონენტი მკურნალობის ერთიანი ხარისხისათვის.

 

15 საათზე გორის რაიონის სოფელ შინდისში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ილია მეორე ჩავა. აღნიშნულ ტერიტორიაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც  საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი