ახალი ამბები

ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა 26 960 000 აშშ დოლარი გაყიდა

22 სექტემბერი, 2015 • • 1429
ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა 26 960 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083  შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, 23 სექტემბრის მონაცემებით, ცვლილება 7 თეთრია და 1 ევრო 2.6880 ლარი ღირს.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით.

 

გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ხოლო 2015 წლის 12 აგვისგტოს რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი