ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო: მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ

22 სექტემბერი, 2015 • • 1127
ჯანი ბუკიკიო: მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ

“მე შევიტყვე იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები განიცდიან მათ სახლებთან გამართული საპროტესტო მანიფესტაციებისა და პიკეტირების შედეგად.

 

დემოკრატიაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა უზრუნველყოს კონსტიტუციის უზენაესობა. მისი გადაწყვეტილებები არის საბოლოო და სავალდებულოდ შესასრულებელი ქვეყანაში, რომელიც კანონის უზენაესობას პატივს სცემს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას არ შეუძლია გამოხატოს კრიტიკული აზრი მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს კრიტიკა უნდა გამოითქვას ლეგალური ფორმით. მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედი კანონმდბელობის შესაბამისად გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს, რათა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები ნებისმიერი შევიწროებისაგან”, – აცხადებს ჯანი ბუკიკიო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი