ახალი ამბები

ანონსი: 22 სექტემბერი

21 სექტემბერი, 2015 • • 1096
ანონსი: 22 სექტემბერი

10:45 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ოქროყანაში (მეფუტკრეობის ყოფილი ინსტიტუტი), მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის (ტექნოლოგიური პარკი) სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებს.


11:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.


11:00 საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,  ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება.

ადგილი : მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

მისამართი: რუსთაველის 6 


11:30 „პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის აქამდე უცნობ შეფასებით დოკუმენტებს გააცნობს.


12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში მედიაექსპერტი  ნინო დანელია პრესკონფერენციას გამართავს

თემა: მედიაში მიმდინარე პროცესები

 

12:00 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული დასაქმების კვირეულის გახსნა.
მის: აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი- ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით)

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა:ლარის კურსის მოსალოდნელი ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა

 

14:00 კომპანია მაგთიკომის ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა ისტორიული შინაარსის წიგნები. მაგთიკომი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად გადასცემს აღნიშნულ წიგნებს. წიგნის წარდგენის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია მაგთიკომის წარმომადგენლები, წიგნის ავტორები და სკოლის დირტექტორები დაესწრებიან.

ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: დ. უზნაძის #52

მასალების გადაბეჭდვის წესი