ახალი ამბები

ქადაგიძე: ლარის კურსი არის თავის პიკში, სხვა თანაბარ პირობებში ზეწოლას არ ველოდებით

21 სექტემბერი, 2015 • • 956
ქადაგიძე: ლარის კურსი არის თავის პიკში, სხვა თანაბარ პირობებში ზეწოლას არ ველოდებით

“კურსი დღეს არის თავის პიკში, სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ზეწოლას არ ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაგრძელდა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებიც. თავის მხრივ, მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირებაზე. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 

გიორგი ქადაგიძემ აღნიშნული  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ეკონომიკური საბჭოს მდივან გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სამუშაო შეხვდრა საქრთველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 19:30 წუთზე დაიწყო.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი