ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ჟურნალისტების დაკავებაზე: ვინც კანონს არღვევს, შესაბამისად დაისჯება

21 სექტემბერი, 2015 • • 1098
ბაქო ჟურნალისტების დაკავებაზე: ვინც კანონს არღვევს, შესაბამისად დაისჯება

მისი თქმით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, აზერბაიჯანში მედიის წარმომადგენლები კანონის ფარგლებში უნდა მუშაობდნენ. 


“აზერბაიჯანის კანონები სრულად უზრუნველყოფს სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, მედიისა და ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის შესაძლებლობას შეაგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია. ამავე დროს, ჟურნალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო მედიებიდან უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე და არ უნდა დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სამწუხაროდ, ტელეარხები- İnteraz, Euroaz, რადიონ “ამერიკის ხმა”, Meydan TV და სხვა მედიასაშუალებები, არაერთგზის გაფრხილების მიუხედავად, არ იცავენ წესებს და უკანონოდ საქმიანობენ აზერბაიჯანში. საქმიანობისა და პროფესიის მიუხედავად, ვინც კანონს არღვევს, მათ მიმართ შესაბამისი ორგანოები შესაბამის ზომებს მიიღებენ “,- განაცხადა გასანოვმა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი