ახალი ამბები

ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა

20 სექტემბერი, 2015 • 994
ბათუმში გერმანიის მოქალაქე გაუჩინარდა

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, “2015 წლის 7 სექტემბერს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად დროებით მცხოვრები გერმანიის მოქალაქე ტირკ რეტტიკი დილის საათებში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რეტტიკის გაუჩინარების შესახებ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ პოლიციაში განაცხადა. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეიქმნა უგზო-უკვლოდ დაკარგულის სამძებრო საქმე და მყისიერად დაიწყო სამძებრო ღონისძიებები. გერმანიის დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდა შსს-ს ყველა დანაყოფს. ამ დროისთვის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი