ახალი ამბები

თინა ხიდაშელი BBC-ის ეთერში: თუ ომი დაიწყება, ჩვენ გმირულად დავიღუპებით

20 სექტემბერი, 2015 • • 1378
თინა ხიდაშელი BBC-ის ეთერში: თუ ომი დაიწყება, ჩვენ გმირულად დავიღუპებით

”ყოველდღიური მცოცავი ანექსია ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში და, როგორც აღნიშნეთ, გასული ზაფხული რთული იყო. ამას შესაძლოა მივყავართ 2008 წლის მოვლენების განმეორებამდე. ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ. თუ მსოფლიომ უჩვენა რუსეთს სისუსტე, როგორც ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაში, თუ მსოფლიო ვერ შეძლებს თავისუფლების შენარჩუნებას, მერე ჩვენ უკვე ძალიან მარტივი წინადადებებით ვისაუბრებთ. თუ NATO გაავლებს საზღვარს და იტყვის, რომ ეს არის ხაზი, სადაც თავისუფლება მთავდება მაშინ – დიახ, ეს მოხდება,” – განაცხადა ხიდაშელმა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ომის დაწყების შემთხვევაში ქართველები გმირულად დაიღუპებიან:

 

”თუ ომი დაიწყება, ჩვენ გმირულად დავიღუპებით, სხვას ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.”

 

თინა ხიდაშელმა, ასევე, ისაუბრა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ გლეხებზე და ყოველღიური გატაცების ფაქტებზე.

 

”დახლოებით 6000 რუსი ჯარისკაცი არის განლაგებული ამ ტერიტორიაზე. ადამიანებს ამ ტერიტორიებიდან ყოველდღიურად იტაცებენ. ქართველს გლეხს, რომელიც მიდის ტყეში სოკოს საკრეფად, იტაცებს რუსი სამხედრო პირი. ისინი არ ქრებიან, მათ ათავისუფლებენ 24 საათის შემდეგ ან 72 საათის შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განწყობაზე არიან. ეს ხდება თითქმის ყოველდღე. ესენი არიან ჩვეულებრივი ქართველი გლეხები. მათ აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით  და ათავისუფლებენ ადმნისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
 

თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk
თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk

მასალების გადაბეჭდვის წესი