ახალი ამბები

შსს: 25 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

19 სექტემბერი, 2015 • • 792
შსს: 25 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

შსს-ს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ზუგდიდში მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული დავით თ. დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს და ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

შსს-ს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).

 

შსს-მ 25 შეკვრა ჰეროინი ამოიღო
შსს-მ 25 შეკვრა ჰეროინი ამოიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი