ახალი ამბები

შეზღუდვები გზებზე მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო

19 სექტემბერი, 2015 • • 1184
შეზღუდვები გზებზე მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევის გამო

კერძოდ,  20 სექტემბერის 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 21 სექტემბერის დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისი–ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან.


მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა 20 სექტემბერს, 19:00 საათზე მოხდება. ჯვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II აკურთხებს. ხოლო 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, ერთობლივი ლოცვის შემდეგ, ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი