ახალი ამბები

საია: საქალაქო სასამართლოს მსჯელობის გარეშე გიგი უგულავა ვერ გათავისუფლდება

17 სექტემბერი, 2015 • • 931
საია: საქალაქო სასამართლოს მსჯელობის გარეშე გიგი უგულავა ვერ გათავისუფლდება

თამარ გვარამაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, არ გულისხმობს იმას, რომ გიგი უგულავა გუშინვე სასჯელარსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო.

 

გვარამაძე განმარტავს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს საქალაქო სასამართლომ და არა საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობს მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების შესახებ და არა კონკრეტული პირის საქმის თაობაზე.

 

გვარამაძის განამარტებით, არსებობს ორი გზა: ერთი- მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს საკითხი და გაათავისუფლოს გიგი უგულავა, ან დაცვის მხარემ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით და მის საფუძველზე გაათავისუფლოს თბილისის ყოფილი მერი. იურისტი განმარტავს, რომ თეორიულად რჩება შესაძლებლობა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს რჩება შესაძლებლობა, რომ მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.

 

“საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე ეს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება”, – განაცხადა თამარ გვარამაძემ საიას ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გმოცხადების პროცედურებს, თამარ გვარამაძის განმარატებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა ხმათა უმრავლესობით, ხოლო ფორმალური მოთხოვნას, რომ აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილე ყველა მოსამართლის ხელმოწერა, სასამართლომ გვერდი აუარა.

 

კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს, რომ მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე ვერ გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე დღეს მისი ხელმოწრის გარეშე გამოაცხადა, იურისტის პასუხობს, რომ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თუ რატომ აუარა გვერდი მერაბ ტურავას ხელმოწერას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს რიყის პარკის გასხვისების საქმეზე. ბრალი მათ წაყენებული აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით.

 

საკონსტიტუციო გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი