ახალი ამბები

3 პროცედურა, რის შემდეგაც კახიშვილის ინფორმაციით გიგი უგულავა დაწესებულებას დატოვებს

17 სექტემბერი, 2015 • • 1061
3 პროცედურა, რის შემდეგაც კახიშვილის ინფორმაციით გიგი უგულავა დაწესებულებას დატოვებს

„ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან. ასეთი რამ საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა, თუ ხელთ გვექნებოდა სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც თეთრზე შავად ეწერებოდა, რომ კონკრეტული პირი არის უკანონო პატიმარი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, წარიმართებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურა. მაგრამ ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტულად ერთი ბრალდებულის პატიმრობის კანონიერებაზე და ვერც იმსჯელა, არამედ მან იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება: პირველი – ამ სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა, მეორე – იმის გამიჯვნა, თუ რომელ ნორმაზეა საუბარი, მესამე – დაუყოვნებლივი მითითების გაცემა, რომ დაწესებულებების დირექტორებმა დაიწყონ იმ პატიმრების საქმეების შესწავლა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ხდება, ერთი მხრივ, იურიდიული დეპარტამენტისადმი დავალების გაცემა დასკვნისთვის და მეორეს მხრივ, პენიტენციური დეპარტამენტისთვის მითითების მიცემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ყველა დაწესებულებას და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დაიწყონ იმ პატიმრების პირადი საქმეების შესწავლა, რომელთა მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოხდეს კანონით დადგენილი წესით მისი აღსრულება“, – განაცხადა კახიშვილმა.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ დაწესებულებების ხელმძღვანელების მეირ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას მკაცრად გააკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი