ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრომ უგულავას სასამართლო განაჩენი არ ჩაიაბარა

17 სექტემბერი, 2015 • • 903
სასჯელაღსრულების სამინისტრომ უგულავას სასამართლო განაჩენი არ ჩაიაბარა

გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურია კოდექსის ის შინაარსი, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება. 

 

“სამინისტრომ დოკუმენტი არ ჩაიბარა. ეს არის დარღვევა. ამ დრომდე გიორგი უგულავა არ არის თავისუფალი და ქართული კანონმდებლობის ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ მისცემს ვერც პროკურატურას და ვერც სასამართლოს და ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იმის შესაძლებლობას, რომ ამტკიცონ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო გიორგი უგულავას გასათავისუფლებლად. ამ ქვეყანაში კონსტიტუციურ კონტროლს კანონმდებლობაზე ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო. ვერც ერთი სასამართლო და ვერც ერთი ორგანო ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილების სხვაგვარ ინტერპრეტაციას,” – სცხადებს ბასილაია. 

 

ბასილაის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვტილებას არ სჭირდება საქალაქო სასამართლოს დასტური. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადების შემდეგ.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მის გათავისუფლებას ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეკრებილი მისი მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ამ დრომდე ელოდებიან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი