ახალი ამბები

კვლევა: პოლიტიკური ფინანსების წესრიგით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

16 სექტემბერი, 2015 • • 1559
კვლევა: პოლიტიკური ფინანსების წესრიგით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

“საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და გამჭვირვალობის საკითხის შეფასებას, საქართველოს 79 ქულა მიანიჭეს. ამ მონაცემით საქართველომ დაიმსახურა უფრო უკეთესი შეფასება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სისტემებმა. შეფასება განხორციელდა 2014 წლის განმავლობაში და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები. Global Integrity ახორციელებს 4-ეტაპიან შეფასების პროცესს, რომელიც გულისხმობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინტერვიუებს, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებს, რის შემდგომაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შეფასება. რეიტინგის წარმოების პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებასა და შეფასებას, რადგანაც ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის: მედია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო დაწესებულებები და სხვა. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ექსპერტებით პოლიტიკური ფინანსების კუთხით, რომლებიც ამზადებენ სახელმძღვანელოებსაა და რეკომენდაციებს პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.


სქრინშოტი კვლევიდან
სქრინშოტი კვლევიდან


კვლევის მეთოდოლოგიისა და ქვეყნების რეიტინგს, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე



მასალების გადაბეჭდვის წესი