ახალი ამბები

ანონსი – 16 სექტემბერი

16 სექტემბერი, 2015 • • 984
ანონსი – 16 სექტემბერი

10:30-ზე ადვოკატი ლექსო კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიას დისციპლინური სამართალწარმოების საქმე, რომლებიც არაერთ გახმაურებულ საქმეში (გირგვლიანის, მოლაშივლის) მონაწილეობდნენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

11:00-ზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არარსებული გარემოს დაცვის სტრატეგია – ვინ მუშაობს და როდის იქნება მზად დოკუმენტი; თამარაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და არსებული საფრთხეები; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

11:30 – “ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში” პრეზენტაცია გაიმართება. მის: ევროპის სახლი, შალვა დადიანის ქ.2.


11:30-ზე „ქართული დასის“ ხელმძღვანელი ჯონდი ბაღათურია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოსკოვში ვიზიტი; შეთანხმებები და რას სთავაზობს რუსეთის ხელისუფლება საქართველოს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

12:00 საათზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართება. თამარ ჟვანია შეხვედრის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გააცნობს ინფორმაციას.

 

12:00 საათზე პირველის პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ -ს ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: იძლევა თუ არა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს? მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

 

12:00 სთ-ზე, პარტიის ოფისში (ხვიჩიას №17), “მემარცხენე ალიანსი”-ს თავმჯდომარე კახა ძაგანია გამართავს პრესკონფერენციას, თემა: “მემარცხენე ალიანსი უახლოეს მომავალში ორგანიზებას გაუწევს საპროტესტო აქციებს კომერციული ბანკების წინააღმდეგ” და საზოგადოებას მოუწოდებს აქციებში ჩართვისკენ.


12:30 საათზე, გაიმართება პრობაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე : ,,პრობაციის ეროვნული სააგენტო, როგორც ალტერნატიული სანქციებისა და ღონისძიებების აღმასრულებელი პროგრესული უწყება საქართველოში“. შეხვედრას დაესწრებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლი ჰოლი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ღონისძიების მისამართი: სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტი“ (I დარბაზი)


12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისში საცობების გამო შექმნილი ვითარება, გზებზე ფასიანი გადაადგილების შესაძლებლობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


14:00 საათზე, არტ-ვილა გარიყულაში გაიმართება პრესკონფერენცია ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალთან – ფესტინოვა G-15-თან დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ყარამან ქუთათელაძე, არტ-ვილა გარიყულას პროექტების ხელმძღვანელი მაია ჩიკვაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ მარგველაშვილი და ფესტივალში მონაწილე ხელოვანები გაუძღვებიან.


16:00 სთ-ზე, წეროვანში საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია სოციალურად დაუცველი და წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის, ხის ოსტატის ზაზა გათენაშვილის სახელოსნოს გახსნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი