ახალი ამბები

„დანკინ დონატსი“ ვაზისუბნის “სმარტის” სავაჭრო ცენტრიც გაიხსნა

15 სექტემბერი, 2015 • • 1119
„დანკინ დონატსი“ ვაზისუბნის “სმარტის” სავაჭრო ცენტრიც გაიხსნა

2015 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში კიდევ 7 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და 200-მდე ადამიანს დაასაქმებს. „დანკინ დონატსის“ მეცამეტე რესტორნის გახსნას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე და სპეციალური სტუმარი ამერიკიდან, „დანკინ’ დონატსის“ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჯონ როლო დაესწრნენ. 


„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა და მოხარული ვართ, რომ უკვე ვაზისუბნის მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად უკვე ძალიან პოპულარული “დანკინ დონატსის” სენდვიჩები დააგემოვნონ, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა”,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 

 

ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე „სმარტის“ სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2011 წლის აგვისტოში გაიხსნა, 2000 კვადატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი „სმარტის“ გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს მოიცავს.  20 000-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი „სმარტში“, „სმარტ კაფე“, აფთიაქი, ბანკის ფილიალი და სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. „დანკინ დონატსის“ რესტორნის გახსნა კი სავაჭრო ცენტრს სტუმრობისათვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. 

 

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები,  უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი