ახალი ამბები

სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

15 სექტემბერი, 2015 • • 1280
სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი „სმარტმა“ იზრუნა, რადგან სუპერმარკეტების ქსელმა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ევროპული წარმოების საკანცელარიო ნივთების არჩევანი მნიშვნელოვნად გააფართოვა. „სმარტი“ ვაზისუბნის #157 სკოლის პირველკლასელებს ჯანსაღი სადილითაც გაუმასპინძლდა. შეგახსნებთ, რომ „ჯანსაღი არჩევანის“ პროექტის ფარგლებში „სმარტში“ ხელმისაწვდომი ჯანსაღი პროდუქტების არჩევანი დიდია, ჯანსაღი კვება კი ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელია.  

 

„სმარტის“ სახელით გვინდა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს მივულოცოთ სწავლის დაწყება. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ნუცა, თათული, ნინო და მარიამ ღონღაძეებს სკოლაში პირველად მე მივაცილებ და მინდა მათ წარმატებული მომავალი ვუსურვო. განათლება ხომ ბედნიერი მომავლის განმსაზღვრელია. ღონღაძეების ოჯახი ვაზისუბნის „სმარტის“ მახლობლად ცხოვრობს და გვსურდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გაგველამაზებინა მათთვის“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 

 

სწავლის დაწყების პირველ დღეებში „სმარტის“ ერთგული მომხმარებლის შვილებს საჩუქრად გადაეცემათ გაკვეთილების ცხრილი სასწავლო კვირის უკეთ დაგეგმვისთვის. საბურთალოზე, ვაკეში, რუსთაველსა და ვაზისუბანში მდებარე „სმარტის“ ყველაზე დიდ სუპერმარკეტებში კი მოსწავლეებს „სმარტის’ კორპორაციულ გმირთან – ციყვთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი