ახალი ამბები

ბანერის ”მატყუარა მთავრობა” უკანონოდ აღმართვისთვის ოზურგეთში 3 პირი დააკავეს

15 სექტემბერი, 2015 • • 1364
ბანერის ”მატყუარა მთავრობა” უკანონოდ აღმართვისთვის ოზურგეთში 3 პირი დააკავეს

ენმ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი ბანერი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაა და ამ მიზეზით მათი დაკავება კანონის უხეში დარღვევა.

 

შსს-ს განცხადებით კი, დაკავებულების პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტის გამოძიება. 

 

”ჯერჯერობით გამოძიება ადგენს, არიან თუ არა ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე 3-მა პიროვნებამ ბანერი უკანონოდ დაამაგრა. ისინი დააკავეს იმის გამო, რომ მათ კანონი დაარღვიეს. გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს და ასეთ დანაშაულისათვის ჯარიმა 30 ლარია,”- აცხადებენ შსს-ს პრეს სამსახურში. 

 

ამ დროისათვის ოზურგეთში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

ფოტო ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან
ფოტო ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი