ახალი ამბები

ანონსი: 15 სექტემბერი

15 სექტემბერი, 2015 • • 1910
ანონსი: 15 სექტემბერი

11:00 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების გრძელვადიანი სასწავლო კურსი ოფიციალურად დაიხურება. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილი დაესწრება.

მისამართი: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო „რუმსი“

 

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

11:00 ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ეროვნული ვალუტა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა; ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები; მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები.

 

11:00 თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვაკის რაიონის გამგეობაში ვეტერანების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ სამსახურს გახსნიან.

 

11:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში არასრულწლოვან გიორგი კახურაშვილის ოჯახის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. გიორგი 5 წლის ასაკში მოვალედ იყო აღიარებული.

თემა: სასამართლო დავა და მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული საქმე. არასრულწლოვან გიორგი კახურაშვილის უფლების დაცვა.

 

12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახო N312

 

12:00 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თამარ ჟვანია გახსნის.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, 24 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლესთან
დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

მისამართი: აკაკი წერეთლის 116

 

12:30 საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი

13:00 თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი „მომავალი თბილისი დღეს 2015“-ის  მიმდინარეობის შესახებ თბილისის სამხატვრო აკადემიის  სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება. 

მისამართი: თბილისის სამხატვრო აკადემია

 

14:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N520

 

15:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ლატვიის სეიმის ვიცე-სპიკერთან, ინესე ლიბინა-ეგნერესთან

თბილისი, B კორპუსი, მე-2 სართული, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

15:50 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეხვედრა ლატვიის სეიმის ვიცე-სპიკერთან, ინესე ლიბინა-ეგნერესთან

თბილისი, A კორპუსი, მე-3 სართული, ბაგრატოვანთა დარბაზი

15 სექტემბერი
15 სექტემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი