ახალი ამბები

სანიკიძე: 2015-16 სასწავლო წელს მასწავლებლებს საბაზო ხელფასი 34%-ით გაეზრდებათ

14 სექტემბერი, 2015 • • 1798
სანიკიძე: 2015-16 სასწავლო წელს მასწავლებლებს საბაზო ხელფასი 34%-ით გაეზრდებათ

“სექტემბრიდან ამოქმედდება სქემა, რომელიც დღეს ამოქმედდა და ამოქმედდა სახელფასო ნაწილიც, რაც ნიშნავს, რომ გაიზრდება საბაზო ხელფასი და გაიზრდება ოთხდონიანი სქემის ფარგლებში კატეგორიის დანამატებით. ნამატი ნამდვილად მნიშვნელოვანია. წელს, 2015-2016 სასწავლო წელს, ორჯერადად მოუწევთ მატება, დაახლოებით 34%-ით გაიზრდება საბაზო ხელფასი, ხოლო კატეგორიის დანამატები, შესაბამისად, იქნება დაახლოებით 180, 250 და 300 ლარი. საშუალო დაანგარიშებები ასეთია, რაც ნიშნავს, რომ 2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება საქართველოში საშუალო ხელფასის ტოლი”, – აღნიშნული განცხადება თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელ სდომაზე გააკეთა.

 

თამარ სანიკიძე. ფოტო: ნეტგაზეთი
თამარ სანიკიძე. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი