ახალი ამბები

როშ ჰაშანა – ახალი წელი ებრაული კალენდრით დღეს აღინიშნება

14 სექტემბერი, 2015 • • 2459
როშ ჰაშანა – ახალი წელი ებრაული კალენდრით დღეს აღინიშნება

აღნიშნულ თარიღს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ულოცავს:

 

“გულითადად გილოცავთ თქვენთვის ამ მეტად მნიშვნელოვან დღესასწაულს – ახალი წლის დადგომას. ეს წელი ყოფილიყოს  თითოეული თქვენგანისთვის ყოველივე ახლისა და სიკეთის საწყისი, ბედნიერების და წარმატებების მომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ხალხს აკავშირებს და ჩვენთვის დიდი პატივია, მივულოცოთ ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

როშ ჰაშანა, ფოტოს წყარო: ისრაელის საელჩო საქართველოში
როშ ჰაშანა, ფოტოს წყარო: ისრაელის საელჩო საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი