ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყოფილი ჩინოვნიკი ცხინვალიდან ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით რუსეთში დააკავეს

10 სექტემბერი, 2015 • • 1036
ყოფილი ჩინოვნიკი ცხინვალიდან ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით რუსეთში დააკავეს

გამოძიების ცნობით, 54 წლის ცხინვალის მკვიდრმა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ [მის ვინაობას არ ასახელებენ] 2010-2011 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფული მოიპარა. 

 

“ის სოფლის მეურნეობის განვითარებით იყო დაკავებული და მინისტრის სახელით სათესლე პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტებს აფორმებდა. 2011 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა ორი მილიონი რუბლის ღირებულების პროექტზე, თუმცა, როდესაც სახელმწიფოს ფული კონკრეტულ მეწარმეზე ჩაირიცხა, აღმოჩნდა, რომ პროდუქცია მოთხოვნების შეუსაბამო იყო. თესლი მომწოდებელს დაუბრუნდა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში ფული არ დაბრუნებულა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩინოვნიკი საერთაშორისო ძებნაში იყო. ის პოლიციამ კრასნოდარის მხარეში დააკავა. ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მისი ცხინვალში გადაყვანის საკითხი განიხილება”, – აცხადებს რუსეთის შსს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი