ახალი ამბები

“თბილისობა” ახალი კონცეფციით გაიმართება

9 სექტემბერი, 2015 • • 1042
“თბილისობა” ახალი კონცეფციით გაიმართება

როგორც მერიაში აცხადებენ, კონკურსი „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად დასრულდა – კონკურსში 8 ხმით ნინო ლელაშვილის კონცეფციამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 4 ხმით, სტუდია 123-ის, ხოლო მესამე ადგილზე, 3 ხმით, პაატა ციკოლიას პროექტი გავიდა. საუკეთესო კონცეფციის ავტორს, როგორც უწყებაში ამბობენ, 14 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 9 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 7 000 ლარი გადაეცემა.

 

“დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური გამარჯვებულ სამ კონცეფციას გააერთიანებს და სწორედ ამ კონცეფციებში მოცემული იდეების საფუძველზე მოხდება დღესასწაულის შემადგენელი ღონისძიებების დაგეგმვა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

წელს „თბილისობა“ 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი