ახალი ამბები

საპატრიარქო: ღვთისმშობლის კვართზე პაატა ბურჭულაძის განცხადებამ ვითარება უფრო გაამწვავა

8 სექტემბერი, 2015 • 1173
საპატრიარქო: ღვთისმშობლის კვართზე პაატა ბურჭულაძის განცხადებამ ვითარება უფრო გაამწვავა
“ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია. რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს (21 სექტემბერი) ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, ამისი საფუძველი, მართალია, არსებობს, რადგან ისტორიულად ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს, არამედ ლიტანიობით უნდა აღესრულოს და საერთო სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს მოცული.

ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს, ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ღვთისმშობლის კვართის [პერანგის]  სახელით ცნობილი ექსპონატის, რომელიც ზუგდიდში, დადიანების მუზეუმშია დაცული,  ერთი დღით ხობის ტაძარში გადატანის თხოვნით ხობისა და ფოთის ეპარქიამ კულტურის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. მისი ერთი დღით მახათას მთაზე მდებარე ტაძარში განთავსების სურვილი ცოტა ხნის წინ საოპერო მომღერალმა და საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი