ახალი ამბები

უსუფაშვილი: რა სჯობს, ფორმალური დიქტატორი, თუ ადამიანი არაფორმალური ზეგავლენით

7 სექტემბერი, 2015 • • 1149
უსუფაშვილი: რა სჯობს, ფორმალური დიქტატორი, თუ ადამიანი არაფორმალური ზეგავლენით

“ფორმალური მმართველობის თემასთან დაკავშირებით მე ეჭვქვეშ დავაყენებდი არაფორმალური ლიდერის ზეგავლენის ხარისს. ფორმალური დიქტატორი სჯობს, თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი? არაფორმალური მმართველობა კარგი არ არის, მე მხარს არ ვუჭერ, მაგრამ არსებობს ადამიანი, ვისაც საზოგადოების პატივისცემა და ზეგავლენა აქვს”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ არაფორმალური მმართველობის თემა, ეს არ არის ერთადერთი და უმთავრესი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აწუხებს.


თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი:უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი