ახალი ამბები

სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში გაჩნდა

7 სექტემბერი, 2015 • • 1014
სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში გაჩნდა

სამინისტრო განმარტავს, რომ მსგავსი ლიტერატურის საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს.

 

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო, მათ შორის რუსული სექტორის სკოლები გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ. თუმცა, აღნიშნული კერძო სკოლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის დამატებით გამოიწერა გეოგრაფიის ატლასი, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდგ მასში დააფიქსირა ცდომილებები და მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა სასწავლო პროცესში. სამინისტროს ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელბეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ აუცილებლად იქნება შემოწმებული, გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება”, – წერია სამინისტროს განმარტებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი