ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მასშტაბური წვრთნების გამო სომხეთში სახელმწიფო უწყებები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ

3 სექტემბერი, 2015 • • 1123
მასშტაბური წვრთნების გამო სომხეთში სახელმწიფო უწყებები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სწავლებას გეგმიური ხასიათი აქვს და მიმართულია სამობილიზაციო მზაობის ამაღლებასა და გადამოწმებაზე, ასევე, სახელმწიფო და სამხედრო ორგანოების ურთიერთმოქმედებაზე თავდაცვისა და აგრესიის შემთხვევაში. 

 

ამ დღეებში პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო უწყება “ყაზარმულ მდგომარეობაზე” გადავა, ამასთან, მინისტრები სამუშაო ადგილებზე იქნებიან. 

 

სამხედრო სწავლების შესახებ ერევანმა საქმის კურსში ჩააყენა ქვეყანაში აკრედიტებული ყველა სამხედრო ატაშე და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

 

“სომხეთის ირგვლივ და რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სავარაუდო მოწინააღმდეგე და სწავლების სცენარი მაქსიმალურად დაახლოებულია რეალობასთან”, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი