ახალი ამბები

მაღლაფერიძე: ამ სეზონში GDS-ზე არაერთი ტოკ-შოუ დაიწყება

2 სექტემბერი, 2015 • • 1150
მაღლაფერიძე: ამ სეზონში GDS-ზე არაერთი ტოკ-შოუ დაიწყება

“გიდასტურებთ, რომ ვგეგმავთ ახალ ტოკ-შოუებს. [ტოკ-შოუები] იქნება ყოველდღიურიც და ყოველკვირეულიც. შეიძლება ორზე მეტ ტოკ-შოუზეც იყოს საუბარი. GDS-ზე ძალიან ბევრი ახალი გადაცემა გავა. რეორგანზაცია მოხდა”, – ამბობს მაღლაფერიძე. იგი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ახალი ტოკ-შოუების წამყვანების ვინაობას.


წინა სეზონში ეთერში გადიოდა გადაცემა კვირის 2030, რომლის წამყვანიც არჩილ გამზარდია იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში გადაცემას აღარ წაიყვანს. სწორედ კვირის 2030-ში მონაწილეობდა ხოლმე ხშირად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ახალ სეზონში ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიის მაყურებელი სტუმრის სტატუსში იხილავს ხოლმე.


საშემოდგომო სეზონზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუები ტელეკომპანია იმედმა შეაჩერა.


მასალების გადაბეჭდვის წესი