ახალი ამბები

სამაშველო ოპერაციის შედეგად თუშეთიდან 620 ტურისტი ჩამოიყვანეს

24 აგვისტო, 2015 • • 1151
სამაშველო ოპერაციის შედეგად თუშეთიდან 620 ტურისტი ჩამოიყვანეს

20 აგვისტოს ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიება ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.

შსს-ს ცნობით, თუშეთის სხვადასხვა სოფლებიდან ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეები ომალოში სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით ჩამოიყვანეს. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩაიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს. ამის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) მეშვიდე სასაზღვრო სექტორის (ომალო) თანამშრომლებმა ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა საკვებით მოამარაგეს.

 

სამაშველო ოპერაციის შედეგად თუშეთიდან 620 ტურისტი ჩამოიყვანეს
სამაშველო ოპერაციის შედეგად თუშეთიდან 620 ტურისტი ჩამოიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი